გაკვეთილის გეგმა

ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა"-გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისა შემაჯამებელი გაკვეთილი.
სწავლებისსაფეხური და კლასი
მე-9 კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა - ლელა კუკავა.
ისტ-ი-  დათო ახალაია
მოსწავლეთა   რაოდენობა
19
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნებისმიხედვით)
ქართული ენა და ლიტერატურა
1. ტექსტის გამთლიანება .
2. ნაწარმოებში მხატრული სახეების ამოცნობა და მათი ეფექტურობისა და მნიშვნელობის შეფასება.
3. აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარის განვითარება.
4. კომუნიკაციისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის უნარის გამომუშავება.
5. საკუთარი აზრის გამოთქმისა და არგუმენტირების უნარის გამომუშავება.
6. ესეს წერის უნარის დახვეწა.
ისტორია
  1. საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
  2. პრეზენტაციის უნარის დახვეწა.
  3. ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ისტი
  1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  2. ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება და ეფექტურად გამოყენება.
  3. ისტის გამოყენებით პრეზენტირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
მოსწავლეები მონაწილეობენ მსჯელობაში კონკრეტულ საკითხზე, წარმოადგენენ საკუთარ თვალსაზრისს. გამოაქვთ ადეკვატური დასკვნები. მსჯელობენ არგუმენტირებულად, იყენებენ ფაქტებს, ციტატებს ტექსტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
შეუძლიათ კონტაქტის დამყარება მსმენელებთან. გამოყოფენ მთავარ საკითხს და გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას პერსონაჟთა მიმართ.
წერილობით გადმოსცემენ აღძრულ შთაბეჭდილებებს.
თანმიმდევრობა
აქტივობა
  1. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს ვანაწილებ 4 ჯგუფად. 2 ლიტერატორთა ჯგუფი, 1 ისტორიკოსთა ჯგუფი, 1 კრიტიკოსთა ჯგუფი. 2წთ.
  2. პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის, ერეკლე მეორის, სოლომონ ლიონიძის პორტრეტების, გეორგიევსკის ტრაქტატის და კრწანისის ბრძოლისა.3 წთ.
  3. გონებრივი იერიშის საშუალებით ვახდენთ ტექსტის გამთლიანებას. 3წთ.
  4. ლიტერატორთა ჯგუფებს ვსხამ კომპიუტერებთან და ვთხოვ, წინასწარ მომზადებული ნაწყვეტების დახმარებით დაახასიათონ პერსონაჟები. ვენის დიაგრამის სახით ჩაწერონ გონებრივი იერიშის დროს მიწოდებული ნააზრევი. 5წთ.
  5. ნამუშევარს ვაჩვენებთ პროექტორის საშუალებით. 5წთ.
  6. მოსწავლეებს ვუკითხავ ნაწყვეტს მეფე აიეტის სიტყვებიდან და სოლომონ ლიონიძის სიტყვას, წარმოთქმულს ერეკლე მეფის დასაფლავებაზე. 5წთ.
  7. ისტორიკოსთა ჯგუფი განიხილავს ეპოქას, რომელიც ასახულია პოემაში. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენენ შედარებას ისტორიულ სინამდვილესა და პოემის სიუჟეტს შორის. T- ფორმულის გამოყენებით მსჯელობენ ერეკლე მეფის გადადგმულ ნაბიჯზე. ნამუშევარს ვაჩვენებთ პროექტორის საშუალებით. 5წთhttps://drive.google.com/open?id=0ByZDPAZ-j6TSbWhuaDVxamxlQzA&authuser=0
  8. კრიტიკოსთა ჯგუფი არკვევს პოეტის თვალსაზრისს და მუშაობს პოემაში გამოყენებულ მხატრულ ხერხებზე. ნამუშევარს ვაჩვენებთ პროექტორის საშუალებით. 5წთ.
  9. ბოლო დავალება წერითია: გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და გააანალიზეთ როდის კარგავს ქვეყანა დამოუკიდებლობას. ამ თემაზე მოსწავლეები წერენ 10წუთიან ესეს.
შეფასება
მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკის საშუალებითიხილეთ შეფასების რუბრიკა .
საკლასომენეჯმენტი /საგანმანათლებლორესურსები
ჯგუფური სამუშაოებისათვის საჭიროა 5 კომპიუტერი, პროექტორი, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ბედი ქართლისა მე-9 კლასის სახელმძღვანელოდან, ნიკოლოზ კანდელაკის ქართული მჭერმეტყველება,
ინტერნეტ საიტიwww.google.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий