გაკვეთილის გეგმა
მე–7 კლასი
თემა: „წერილები“
ლელა კუკავა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
წერილი
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ლელა კუკავა
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, მე–7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 29 მოსწავლე.
არ არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, ძნელად აღსაზრდელი, სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია) .
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
·
გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა
·
კითხვების დამუშავება
·
მხატვრის ნამუშევრის შედარება თემასთან
|
ეროვნული სასწალო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები/სტანდარტი
|
გაკვეთილის მიზანი:
·
ტექსტზე დაკვირვების უნარ–ჩვევების გამომუშავება;
·
წერილის ელემენტების გაცნობა;
·
წერის უნარის განვითარება.
|
წინასწარი ცოდნა
|
დაუწერიათ თუ არა მათ წერილი? რა იციან წერილის
გაგზავნისა და მიღების ტრადიციების შესახებ?
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მოსწავლეები გაიხსენებენ ნოდარ დუმბაძის
მოთხრობიდან ნაწყვეტს, სადაც იუმორითაა აღწერილი თუ რა შედეგი მოჰყვება უმისამართო წერილის
გაგზავნას
დაფაზე მივაწერ სიტყვას წერილი. მოსწავლეები
თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამ სიტყვის შესახებ.ვთხოვ ახსნან სიტყვები ადრესატი,
ადრესანტი. გამოთქვან მოსაზრება რა მიაჩნიათ პირადი წერილის ძირითად
ელემენტებად.
ჯგუფები წარმოადგენენ დავალებას (დავალებად
მიცემული მქონდა ინფორმაციის მოპოვება ცნობილი ადმიანების: ნ.
ბარათაშვლის, გალაკტიონის, ილიას, აკაკის და ლადო ასათაიანის პირადი წერილების
ნიმუშების მოძიება) კლასი გავყავი 3 ჯგუფად.I
ჯგუფს ვთხოვე გაერკვიათ სახელმძღვანელოში მოცემული პირადი
წერილების ტონი, სტილი და მათი დაწერის მიზანი; II ჯგუფს დავავალე ცნობილ ადამიანთა
წერილებზე დაყრდნობით ამოეცნოთ მათი ადამიანური მისწრაფებები და
სულისკვეთებები; III ჯგუფს დაევალა დაეწერათ წერილი სათაურით „გამოიცანი, ვის ვგულისხმობ“(
სახელმძღვანელოში მოცემული თამაში).
30 წთ.
საშინაო დავალება – დაწერეთ მადლობისა და თხოვნის
გამომხატველი წერილები. 5 წთ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა რესურსები
|
სახელმძღვანელო- ქართული ენა და ლიტერატურა მე-7 კლასი. რვეული,კალამი, კომპიუტერი(ინტერნეტი),ქართული ფოლკლორი
დამჭირდება კომპიუტერი,
პროექტორი
|
გაკვეთილის გეგმა
მე–7 კლასი
თემა: „ხმელი წიფელი"
ლელა კუკავა
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა–ფშაველას““ხმელი წიფელი“
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, მე–7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწვლე.კლასში არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
იმსჯელებენ, თუ როგორ ახერხებს მწერალი, დაგვანახოს
უსულოდ მიჩნეული საგნების ტკივილი თუ სიხარული
·
გაეცნობიან
ვაჟას ბუნების შესახებდაწერილ ნაწარმოებს
·
შეცდებიან, თავადაც შექმნან ტექსტი ბუნების თმაზე.
ანუ აამეტყველონ ბუნება თავიანთ ნაამბობში.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
·
ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა
·
ამოიცნობენ მხატვრულ ხერხებს
·
მისწერენ წერილს მოთხრობის ავტორს
·
დაიცავენ მართლწერის წესებს
·
მასწავლებელთან ერთად სახავენ ხარვეზების გამოსწორების
გზებს
|
წინასწარი ცოდნა
|
ტექსტის შინაარსი, მწერლის ბიოგრაფია, ზღაპარი „ჩხიკვთა ქორწილი“
|
სასწავლო მასალა, რესურსი
|
სახელმძღვანელო, კალამი, ფურცელი, კომპიუტერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
·
გაკვეთილის მიზნის გაცნობა 2 წთ.
·
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვაჟას ბიოგრაფიის პრეზენტაცია 5 წთ.
·
უცნობი სიტყვების დამუშავება 3 წთ.
·
კითხვებზე პასუხის გაცემა 5 წთ.
·
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს გაპიროვნებას–1 წთ.
·
ამის შემდეგ კლასი იყოფა 3 ჯგუფად. 1–ელ ჯგუფს დავალებად
ეძლევა გაპიროვნების ამსახველი ადგილები და გაარკვიონ ამით რისი თქმა უნდოდა ავტორს;
მე–2 ჯგუფი წერილს წერს ავტორს, სადაც სურთ გაიგონ რ იყო მისი შთაგონების წყარო,
როცა ამ ნაწარმოებს წერდა; მე–3 ჯგუფი იმუშავებს პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც ამ
მოთხრობაშია დასმული 15 წთ.
·
პრეზენტაცია–10 წთ.
·
შეფასება და დავალების მიცემა 4 წთ.
|
შეფასება
|
·
გამართული და სწორი მეტყველება
·
კონტაქტი აუდიტორიასთან
·
შემოქმედებითი უნარი
·
აქვს მდიდარი ლექსიკა
·
ნაშრომის ორგანიზებულობა(იცავს მართლწერის და პუნქტუაციის
წესებს.
|
საშინაო დავალება
|
აამეტყველეთ ხმელი წიფელი და მას მოაყოლეთ საკუთარი თავგადასავალი.
|
გაკვეთილის გეგმა
მე–8 კლასი
თემა: მ. ჯავახიშვილის„ეშმაკის ქვა"
ლელა კუკავა
გაკვეთილის თემა
|
მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“
|
კლასში არის 27 მოსწავლე. არ არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე
|
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო მე–8 კლასი
|
გაკვეთილის მიზანი
|
·
მწერლის ჩანაწერის გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ
დაიბადა ამ ნაწარმოების შექმნის იდეა
·
ნაწარმოებში დასმული პრობლმის განხილვა
·
პრობლემის მიზეზის, ფაქტისა და გამოსავლის ძიება
|
გაკვეთილის მნიშვნელობა
|
მოსწავლეები მსჯელებენ რა არის
ბრბო,იმართება თუ არა იგი, რა განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიას.
|
წინასწარი ცოდნა
|
გ.ლეონიძის „მარიტა“
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ინფორმაციის მოძიება ლინჩის წესების შესახებ; დასკვნის გამოტანა, პარალელის პოვნა და პრეზენტაცია
|
სასწავლო მასალა, რესურსი.
|
სახელმძღვანელო, კალამი, ფურცლები, ფილმი „მარიტა“
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მოსწავლეებს შევთავაზებ, რომ გაიხსენონ ნაწამოების პერსონაჟები და სიუჟეტი,
რაც ჩემს მიერ იწერება დაფაზე.მათ ნაწარმოების ირგვლივ ვუსვამ კითხვებს,თუ რა არის
პრობლემა, მიზეზი, გამოსავლი? ისინი მსჯელობენ, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ
მარიტასა და დათას
ვენის დიაგრამის გამოყენებით ასრულებენ ამ დავალებას( მე ვწერ, მოსწავლეები
მკარნახობენ). ამის მერე ისინი დათაზე ქმნიან
ასოციაციურ რუკას. 15 წთ.
ამის მერე კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფში არაიან ჟურნალისტები, ისინი იკვლევენ
პრობლემას და აკეთებენ გამოხმაურებას. მათ ურიგდებათ წინასწარ მომზადებული ბარათები,
საიდანაც შეიტყობენ რომელ გაზეთს ან ჟურნალს ეკუთვნიან და რომელი საკითხის გაშუქებაზე
აქვთ დავალება.
·
ჟურნალი „გზა“–უნდა ჩაექოლათ თუ არა დათა“
·
ჟურნალი „სარკე“–რომელი დანაშაული უფრო საშინელებაა–დათას
მიერ ჩადენილი თუ ხალხის მიერ ჩადენილი“
·
გაზეთი „კვირის პალიტრა“– „თქვენ რომ იქ ყოფილიყავით
შაჩერებდით თუ არა ბრბოს?
·
გაზეთი „ვერსია“– რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ,
რომ ბრბოს სამართალი არ ამოქმედდეს? 20 წთ.
·
პრეზენტაცია
6 წთ.
|
საშინაო დავალება და შეფასება
|
4 წთ.
|
შეფასება
|
·
თემის
გასაგებად წარმოდგენა
·
ლოგიკურობა
·
არგუმენტაცია
·
დასკვნების გამოტანა
·
აუდიტორიასთან კონტაქტი
·
პასუხი აუდიტორიის შეკითხვებზე
|
საშინაო დავალება
|
მარიტასა და დათას შედარებითი დახასიათება
|
Комментариев нет:
Отправить комментарий